воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

     ტრენინგის ბოლო დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე, ლინკის დადება გაჯეტებში და შევქმენით პორტფოლიო.გავაკეთეთ საკუთარი პროექტების ხუთ წუთიანი პრეზენტაციები.ყველა პრეზენტაცია თავისმხრივ ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო.ვიმსჯელეთ და დავუბრუნეთ ერთმანეთს უკუკავშირი.
    ვფიქრობ ტრენინგიდან ბევრი ვისწავლე და მომავალში ვგეგმავ აქტიურად გამოვიყენო მიღებული ცოდნა.უღრმესი მადლობა ქალბატონ შორენას,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეერვე დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.დღევანდელი ტრენინგის თემა იყო "ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით".გავეცანით სტანდარტულ ინდიკატორებს მასწავლებლის მუშაობისთვის. გავეცანით როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ ელექტრონული კითხვარი.ჩვენი თემისთვის შევმენით ბუკლეტი.კიდევ გადავხედეთ გეგმას და დავასრულეთ.ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დრაივზე.მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით 6-ე მოდულს.ვიმსჯელეთ როგორ გავითვალისწინოთ  ყველა მოსწავლის შესაძლებლობა,როგორ შევძლოთ თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლებში.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლების მიდგომებზე, ასევე სსსმ და ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიებზე, რა სამუშაოს შესრულებას დავავალებთ პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ ლინკისა და საქაღალდის განთავსება ბლოგზე.

суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.გავიხსენეთ წინა გაკვეთილზე განვლილი თემები,გავეცანით ერთმანეთის დავალებებს,ვიმუშავეთ შეფასების რამდენიმე რუბრიკაზე და შევქმენით სლაიდები მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშზე.მადლობა ტრენენს საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილებისათვის.